ხელვაჩაურის მასწავლებელთა მერვე მუნიციპალური კონფერენცია
➡️ 2023 წლის 17 ივნისს ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით, ფერიის საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა მე-8 მუნიციპალური კონფერენცია - „სწავლა -სწავლებისა და განათლების ხარისხის მართვის თანამედროვე მიდგომები”.
➡️ კონფერენციის მიზანი იყო: 2022-2023 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა; მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება; პროფესიული გამოცდილების გაზიარება; ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, რაც მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესის დაგეგმვისა და განვითარების გზას წარმოადგენს; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის; სასწავლო პროცესის დაფუძნება კომპლექსურ დავალებებზე; განათლების ხარისხის მართვის აქტუალური საკითხები; ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა.
➡️ კონფერენცია გახსნა ხელვაჩაურის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსმა - ხათუნა დიდმანიძემ.
➡️ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე.
➡️ კონფერენციის სექციურ მუშაობას მოდერაციას უწევდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მზია სალაძე, ნანა ვარდმანიძე, დალი თურმანიძე, ნათია თავდგირიძე, თალიკო ჯაყელი, ეკა თურმანიძე, ინგა მოსიძე, მინდია დიდმანიძე.
➡️კონფერენციაზე პედაგოგებმა წარმოდგინეს მოხსენებები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და მიიღეს რჩევები. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.