ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში - „სკოლებში ბულინგის პრევენცია“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) TEAMS-ის პლატფორმაზე წარმატებით მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ვებინარული ტრენინგები. 
2023 წლის 9-18 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა გამჭოლი ტრენინგ-კურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი საგნის უფროსი მასწავლებლების ხუთი ჯგუფისათვის. ტრენინგის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
ტრენინგ-კურსს: „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ ატარებდნენ ტრენერები - ლუიზა რევიშვილი (ქობულეთი) და ნიკოლოზ იმედაიშვილი (ქობულეთი); ინგა მოსიძე (ბათუმი), კახაბერ ჩაკვეტაძე (ბათუმი) და ნინო ტავლალაშვილი (ბათუმი). 
აღნიშნული ტრენინგ-კურსის მიზანია პედაგოგებმა აიმაღლონ კომპეტენცია:
• ბულინგის პრევენციისა და სკოლაში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნის საკითხებში;
• ძალადობის სახეებსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში.
ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეები შეძლებენ:
• ამოიცნონ ბულინგის შემთხვევები;
• შექმნან ბულინგის პრევენციის სასკოლო კონცეფცია სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით;
• დაინახონ 2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმაში  ბულინგის პრევენციის ორგანულად ჩართვის შესაძლებლობა.
იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: 
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (მინიმუმ 7 სესია);
• გადალახოს ტესტის შეფასების მინიმალური ზღვარი - 60% 
(ტესტი ტრენინგის ბოლოს აიტვირთება ტრენერის მიერ სატრენინგო ჯგუფში, თიმს-ის ონლაინ პლატფორმაზე).
12 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-კურსი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი საგნის უფროსი მასწავლებლებისათვის.