ტრენერთა ტრენინგი ფიზიკის ახალ მოდულში
➡️ 2023 წლის 29 ივნისს, აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის ლაბორატორიაში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ახალ მოდულში - „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კეთებით ფიზიკის სწავლების პროცესში“.
➡️ აღნიშნული მოდული გადმოეცა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ტრენერთა გადამზადების შემდგომ ჩატარების უფლებით.
➡️ ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გამგემ, მოდულის ავტორმა - ნუგზარ მოსულიშვილმა.
➡️ ტრენინგში მონაწილეობდნენ:
• ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნატო ზამთარაძე, ქეთევან ბასილაძე, მერაბ გობაძე, როინ ნაკაიძე, მინდია დიდმანიძე;
• CERN-ში სტაჟირების პროგრამის მონაწილე აჭარის ფიზიკის მასწავლებლები: ვენერა აბუსელიძე, ნაირა გოგიტიძე, ნაირა მახარაძე, მალხაზ დიმიტრაძე, ბაქარ დუაძე, ჯაბა შაინიძე.
➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე, ფიზიკის სწავლებაში გამოსაყენებლად პროგრამირებადი ელექტრონიკის, სენსორების, პროექტების კეთებით და ვირტუალური ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკა.
➡️ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• ზოგად ფიზიკაში თანამედროვე ტექნოლოგიებით ექსპერიმენტების ჩატარებას, თეორიული ცოდნის სისტემატიზაციას და პრაქტიკაში გამოყენებას;
• სასწავლო პროცესში სხვადასხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენებას;
• ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრინციპების უკეთ გააზრებას და სწავლებაში გამოყენებას.
➡️ აღნიშნული ტრენინგ-მოდული (12 საკონტაქტო და 8 არასაკონტაქტო საათი) ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის უფროსი, წამყვანი, მენტორი სტატუსის მოქმედი მასწავლებლებისათვის.