დასრულდა ტრენინგები - „სკოლებში ბულინგის პრევენცია“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიან მასწავლებელთა ვებინარული ტრენინგები.
✅ 2023 წლის ივნისსა და ივლისში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა გამჭოლი ტრენინგ-კურსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი საგნის უფროს მასწავლებელთა ბოლო ორი ჯგუფისათვის. ტრენინგის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-კურსს: „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ ატარებდნენ ტრენერები: ინგა მოსიძე (ქობულეთი, 23-30 ივნისი; 1-2 ივლისი); კახაბერ ჩაკვეტაძე (ბათუმი, 26-30 ივნისი; 1-5 ივლისი).
✅ აღნიშნული ტრენინგ-კურსის მიზანია პედაგოგებმა აიმაღლონ კომპეტენცია:
• ბულინგის პრევენციისა და სკოლაში პოზიტიური სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შექმნის საკითხებში; • ძალადობის სახეებსა და ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში.
✅ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეები შეძლებენ:
• ამოიცნონ ბულინგის შემთხვევები; • შექმნან ბულინგის პრევენციის სასკოლო კონცეფცია სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით; • დაინახონ 2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმაში ბულინგის პრევენციის ორგანულად ჩართვის შესაძლებლობა.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს (მინიმუმ 7 სესია);
• გადალახოს ტესტის შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ 28 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.