ერთიანი ეროვნული და პედაგოგთა გამოცდები დასრულდა

➡️ერთიანი ეროვნული გამოცდები საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. აპლიკანტები ორნაწილიან ტესტს აბარებდნენ. მათ გამოცდა ჰქონდათ ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. წინა დღე კი წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერას დაეთმო.
➡️ ასევე დასრულდა პედაგოგთა გამოცდებიც. საგნის გამოცდა ქონდათ მასწავლებლობის მსურველებსაც. ანუ მათ, ვინც ახლა გეგმავს პროფესიაში შესვლას და სკოლაში მუშაობის დაწყებას.
➡️ დარეგისტრირებული 18 500 აპლიკანტიდან (16 000 - საგნის გამოცდაზე; ხოლო 2 500 - სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე) გამოცდაზე 82% გავიდა. მათ სერტიფიცირებისათვის უმაღლესი შეფასება - 10 კრედიტ-ქულა სჭირდებათ.
➡️ მასწავლებლის გამოცდების შედეგები აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ ეტაპობრივად გამოცხადდება.