სამუშაო შეხვედრა აჭარის განათლების სამინისტროში

2023 წლიდან ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში ხორციელდება ახალი პროგრამა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ქვეპროგრამის - "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის"  მონაწილე მასწავლებლების საქმიანობის მონიტორინგი.

2023 წლის 18 დეკემბერს აჭარის არ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში შედგა სამუშაო შეხვედრა ქვეპროგრამაში ჩართული მასწავლებლების  საქმიანობის მონიტორინგის შედეგების შესახებ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსი - ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე,  სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების უფროსი - შუშანა სურმანიძე, ქვეპროგრამის კოორდინატორი - მაია დოლიძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ფონდის ტრენერები - ე. თურმანიძე, დ. აბურჯანია, თ. კვაჭაძე, ფონდის კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.

პროგრამისთვის ფონდში შემუშავდა კითხვარები, რომელთა მიზანია მრავალმხრივ შევისწავლოთ მოსაზრებები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. გამოკითხვა ისახავს მიზნად ნაყოფიერი და თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას.

მონიტორინგის მიზნით შეირჩნენ ფონდის საგნობრივი მიმართულების ტრენერები: დალი აბურჯანია და თინათინ კვაჭაძე (ინგლისური ენა), ეკატერინე თურმანიძე (ფიზიკა-მათემატიკა).

2023 წლის 21 ნოემბრიდან - 12 დეკემბერის ჩათვლით  ისინი აწარმოებდნენ დაკვირვებას ქვეპროგრამაში დასაქმებულ მასწავლებლებზე წინასწარ დამტკიცებული განრიგის მიხედვით. დაკვირვება განხორციელდა 15 პედაგოგზე.

გამოკითხვის შედეგები დაგვეხმარება მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ბენეფიციართა განწყობა და ხელი შევუწყოთ მათ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საქმიანობის უკეთ წარმართვაში.