ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

➡️ 2023  წელს აჭარის განათლების ფონდის მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების მიმართულებით შემდეგი აქტივობები განხორციელდა: ტრენერთა ტრენინგები, პედაგოგთა სტატუსის ტრენინგები, სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები, გამჭოლი მიმართულების ტრენინგები, ინკლუზიური განათლების ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, უცხოეთში სტაჟირება, პრეზენტაციები, დაკვირვება - მონიტორინგი, მოსწავლეთა კლუბი - „ჩხირკედელა“და სხვა .

➡️ ა () აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგ-კურსებს.

➡️ სატრენინგო პროგრამების გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

➡️ 2023 წელს სხვადასხვა აქტივობებში სულ გადამზადება გაიარა 4235 მასწავლებელმა.

მათ შორის, საგნობრივი მიმართულება: 1419 - უფროსი მასწავლებელი; 448 - წამყვანი მასწავლებელი; 2232 - გამჭოლი მიმართულება; 117 - სკოლამდელი განათლება; 4 - უცხოეთში სტაჟირება; 15 - პროგრამა - „ვმწ“.

➡️ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს...