შეხვედრა აჭარის განათლების ფონდში

➡️ 2024 წლის 9 თებერვალს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის  სააქტო დარბაზში გაიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „უკეთესი განათლება უკეთესი მომავლისათვის“ (2021-2024 წ.წ.) წარდგინება ქ. ბათუმის სკოლების დირექტორების წინაშე.  

➡️ პროექტი მიზნად ისახავდა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობას საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში, პროფესიული განვითარების ხელშემწყობი რესურსებისა და აქტივობების ორგანიზების გზით.

➡️ შეხვედრა გახსნა  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ბერიკა შუკაკიძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ქ. ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ/შ - გოჩა დავითაძე.  

➡️ გაიმართა წიგნის პრეზენტაცია „ხარისხიანი სკოლა -  ხარისხიანი განათლება“, რომელიც პროექტის ხელმძღვანელმა - ნათია ნაცვლიშვილმა წარმოადგინა. აღნიშნული სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს სკოლის დირექტორებს საქმიანობის ეფექტიანად დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში.  

➡️ პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის  შედეგები გააცნო ეროვნული ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა - მაია არავიაშვილმა.

➡️ შეხვედრის დასასრულს მონაწილეს საჩუქრად გადაეცა პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელო, რომელშიც წარმოდგენილია კრიტერიუმები, სფეროები, დესკრიპტორები და ინსტრუმენტები სკოლის პროგრესის შესაფასებლად. მასში ასევე განხილულია თუ რა უზრუნველყოფს ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის დანერგვას დემოკრატიულ გარემოში.