ყურადღება! ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში სტაჟირების კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!! II ეტაპი - გასაუბრება

 ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ  ქ. ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire)  ერთკვირიანი სტაჟირების შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი, გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 24 თებერვალს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად!

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ ცხრილში მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში შემდეგ მისამართზე:  ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #123.

კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან.

კონკურსის მეორე ეტაპის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სრულად ბმულის საშუალებით...