CERN - 2024 სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები

➡️ 2024 წლის 24 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებისათვის შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება.

➡️ გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული  ორგანიზაციის საიტზე.

➡️ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე; ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის ექსპერტ-კონსულტანტი; გოჩა დავითაძე - ქ. ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ/შ; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - განათლების ფონდის კოორდინატორი; ანა ლამპარაძე  - განათლების ფონდის კოორდინატორი.

➡️ კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული:

- მარინე შოთაძე (სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)

- თამარ გოგოლაძე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)

- სოფიო თედორაძე (ქედის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხმორისის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)

- თეიმურაზი სირაძე ( შპს  სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“)

➡️ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება 2024 წლის 17 – 23 მარტს.