სამუშაო შეხვედრა - პროგრამა „ვმწ“-ს მონაწილეთა მხარდაჭერა

2023 წლიდან ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში ხორციელდება ახალი პროგრამა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ქვეპროგრამის - "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის"  მონაწილე მასწავლებლების საქმიანობის მონიტორინგი.

მონიტორინგმა აჩვენა დადებითი დინამიკა - ქვეპროგრამაში დასაქმებული მასწავლებლები აწარმოებენ პორტფოლიოებს, განსაზღვრავენ საჭიროებებს საგნის სწავლების მიზნები და და  პრობლემატიკიდან გამომდინარე.

✅ მონიტორინგის შედეგად, ასევე, გამოიკვეთა, "ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის" პროექტის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების გაძლიერებისა  და ადგილზე პროფესიული მხარდაჭერის (ქოუჩინგი) საჭიროება.

2024 წლის 28 თებერვალს ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ფონდის ტრენერებთან/ქვეპროგრამის მონიტორინგის სპეციალისტებთან. პროგრამა „ვმწ“-ს მონაწილეთა მხარდაჭერის მიზნით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი, ქვეპროგრამის მონაწილე პედაგოგებს სთავაზობს სამუშაო შეხვედრებს/ვორქშოფებს. ეს პედაგოგიური გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და გავრცელების ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სადაც ტრენერის, როგორც პედაგოგის  მუშაობის მეთოდებისა და ხერხების პირდაპირი კომენტირებული ჩვენება ხდება. შეხვედრაზე განიხილეს საგნობრივი ვორქშოფების საჭიროება და თემატიკა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის ტრენერები/ქვეპროგრამის მონიტორინგის სპეციალისტები: ეკა თურმანიძე, დალი აბურჯანია, თინიკო კვაჭაძე, როინ ნაკაიძე, ქეთი ბასილაძე, ნატო ზამთარაძე.