სამუშაო შეხვედრა - პროგრამა „პჩგ“-ს მონიტორინგი

➡️2024 წლიდან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ახალ პროექტს სახელწოდებით - "პროექტი ჩემს გაკვეთილზე", რომლის მიზანია მასწავლებელთა საქმიანობის მხარდაჭერა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საკლასო აქტივობების გამრავალფეროვნების ხელშეწყობა. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას.

➡️ 2024 წლის 29 თებერვალს ზუმის პლატფორმაზე ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ფონდის ტრენერებთან/ქვეპროგრამის მონიტორინგის სპეციალისტებთან. ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აწარმოებს სამინისტროს ქვეპროგრამაში - "პროექტი ჩემს გაკვეთილზე".  გამარჯვებული მასწავლებლების საქმიანობაზე  დაკვირვება-მონიტორინგს, რომელსაც განახორციელებენ აჭარის განათლების ფონდის მონიტორინგის სპეციალისტები.

➡️ შეხვედრაზე განიხილეს შემუშავებული კითხვარები, რომელთა  გამოყენებით  მონიტორინგის სპეციალისტები  განახორციელებენ პროექტის მონაწილე მასწავლებელთა პროექტ-გაკვეთილების მონიტორინგს კონკრეტულ საგანში. მონიტორები ასევე ჩაატარებენ კონკრეტული სკოლის დირექციის, პროექტში ჩართული მასწავლებლისაა და მოსწავლეების გამოკითხვას.

➡️ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე; განათლების ფონდის ტრენერები/ქვეპროგრამის მონიტორინგის სპეციალისტები: ეკა თურმანიძე, დალი აბურჯანია, როინ ნაკაიძე, მზია სალაძე, დალი თურმანიძე, ნათია თავდგირიძე, ნანა ვარდმანიძე, ვენერა აბუსელიძე, კახაბერ ჩაკვეტაძე.