ვორქშოფები ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ახორცილებს "ვმწ" პროგრამის ფარგლებში ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას.  ამისათვის დაიგეგმა საგნობრივი სამუშაო შეხვედრები (ვორქშოფები), რომელთა თემატიკა ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზს. ასევე წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

2024 წლის 16-17 მარტს  ჩატარდა ვორქშოფები ინგლისური ენის მასწავლებელთათვის. მათი ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 4 საკონტაქტო საათი, 2 სესია, ერთი სესია - 2 საათი. ვორქშოფებს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - თინათინ კვაჭაძე.

✅ ვორქშოპის - “დიფერენცირებული სწავლება, როგორც მოსწავლეთა რეალიზაციის ეფექტური საშუალება” (სამოდელო გაკვეთილი: “კითხვის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილი”) მიზნებია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობისა და ძირითადი პრინციპების გაცნობა; კითხვის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილის დემონსტრირება  და განხილვა მოსმენის გაკვეთილის სათანადოდ დასაგეგმად, განსახორციელებლად და შესაფასებლად.

ვორქშოპის შემდეგ: ✓ მონაწილეები შეძლებენ დიფერენცირებული სწავლების გამოყენებას უცხოური ენის გაკვეთილზე; ✓ მონაწილეები შეძლებენ მოსმენის გაკვეთილის სათანადოდ დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას.

ვორქშოპის - “საკლასო ინტერაქციის მოდელები უცხოური ენის გაკვეთილზე” (სამოდელო გაკვეთილი: “წერის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილი”) მიზნებია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; საკლასო ინტერაქციის / კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმებისა და მათი გამოყენების ძირითადი პრინციპების  გაცნობა; წერის უნარზე ორიენტირებული უცხოური ენის გაკვეთილის დემონსტრირება  და განხილვა წერის გაკვეთილის სათანადოდ დასაგეგმად, განსახორციელებლად და შესაფასებლად.

ვორქშოპის შემდეგ: ✓ მონაწილეები შეძლებენ საკლასო ინტერაქციის /კლასის ორგანიზების სხვადასხვა ფორმების გამოყენებას უცხოური ენის გაკვეთილზე; ✓ მონაწილეები შეძლებენ წერის გაკვეთილის სათანადოდ დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას.

✅ ვორქშოფების მიმდინარეობას გაეცვნენ:  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - სოფიკო თენიეშვილი.

სამუშაო შეხვედრების/ვორქშოფები შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს განავითარონ თავიანთი პროფესიული და საგნობრივი უნარები, დაგეგმონ და ჩაატარონ სამოდელო გაკვეთილი.