სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების პროგრამა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი გთავაზობთ სკოლის ადმინისტრაციის (დირექტორი, მოადგილე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგ-კურსებს.
განათლების სფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სისტემაში ყველა დონეზე ჩართული ადამიანური რესურსების განვითარებაა. ადმინისტრაციული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებით ხელს შევუწყობთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მართვის თანამედროვე, ეფექტური სტრატეგიების დანერგვას.
- ტრენინგ-კურსი: სკოლის დირექტორთა (მოადგილეთა) პროფესიული განვითარება
- ტრენინგი: საქმისწარმოება სკოლის ადმინისტრაციისათვის - 12 სთ.
- ტრენინგი“ „სკოლების საჭიროებების იდენტიფიცირების მექანიზმები" – 12 სთ.



