სამუშაო შეხვედრა/ვორქშოფი

                                                                                                                                

 
 
 
 
 
ა (ა) ი პ აჭარის განათლების ფონდი, 
ბათუმის მასწავლებლის სახლი 
 
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი, გთავაზობთ სამუშაო შეხვედრებს/ვორქშოფებს. ეს პედაგოგიური გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და გავრცელების ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სადაც ტრენერის, როგორც პედაგოგის  მუშაობის მეთოდებისა და ხერხების პირდაპირი კომენტირებული ჩვენება ხდება.
2017 წელს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ განსახორციელებელი დამატებითი აქტივობების/საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება დაემატა კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა. "კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. ამასთან აღნიშნული  საქმიანობით წლის მანძილზე  დასაგროვებელი კრედიტ-ქულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 კრედიტ-ქულას."
მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეძენილი ცოდნის სასწავლო პროცესში გადატანა. კერძოდ, სამუშაო შეხვედრის მონაწილე e-school-ის ბაზაში ატვირთავს სამუშაო შეხვედრისა და შეხვედრის შედეგად დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას.
 
სამუშაო შეხვედრა / ვორქშოფი - 2019