ქედის მასწავლებელთა VIII მუნიციპალური კონფერენცია

✅ მიმდინარე წლის 30 ივნისს სსიპ ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა მერვე მუნიციპალური კონფერენცია თემაზე  „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები".

✅ კონფერენციის მიზანია პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ციფრული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრაცია, სკოლებისა და კლასების ეფექტური მართვის პრაქტიკის გაზიარება.

✅კონფერენციის ორგანიზატორი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქედის რესურსცენტრი.

✅კონფერენციის მხარდამჭერები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი; ქედის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს   პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირი.

✅ კონფერენციაში მონაწილეობდა 34 მომხსენებელი, მასწავლებელთა სახლიდან მოწვეული მოდერატორები და ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები.

✅ კონფერენციას ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის  მოადგილე მოადგილე რავშან ბეჟანიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე და  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თემურ მჭედლიძე.

✅  კონფერენციაში ჩართული იყო  190 მასწავლებელი. ღონისძიების ბოლოს მომხსენებლებს სერტიფიკატები, ხოლო მოწვეული სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.