საზოგადოებრივი ბლოკის პედაგოგთა პოლონეთში სტაჟირება დასრულდა

 ✅ 2025 წლის 19 ოქტომბერს პოლონეთში, ქვემო სილეზიაში დასრულდა აჭარის საჯარო სკოლების საზოგადოებრივ მეცნიერებათა მეცნიერებების  პედაგოგთა  სასწავლო ვიზიტი, რომელიც განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

✅ მასში მონაწილეობა მიიღო 10 კონკურსანტმა, რომლებმაც  წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი.

✅ მასწავლებელთა სტაჟირების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის  დირექტორი - სულიკო თებიძე. ჯგუფს კოორდინაციას უწევდა  და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.

  სასწავლო ვიზიტის პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებს: ვროცლავის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ბაზრის მოედანი (Square Rynek); პანორამა რაცლავიცკას მუზეუმის - (the museum of Panorama Racławicka) მონახულება; საკათედრო ტაძრის კუნძული (Ostrów Tumski); ექსკურსია ვალბრჟიხში, ქსიაჟის ციხესიმაგრეში  (Książ Castle, Wałbrzych); ვიზიტი ვროცლავის ისტორიის მუზეუმში (Centrum Historii Zajezdnia). ვიზიტის დასასრულს  ყველა მონაწილეს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ვროცლავში მასწავლებელთა სტაჟირების  დაფინანსება  განახორციელეს  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და მიმღებმა პოლონურმა მხარემ.