შეხვედრა პოლონეთში სტაჟირების მონაწილეებთან
 
			☑️ აჭარის საჯარო სკოლების მასწავლებლები სამუშაო ვიზიტით ქვემო სილეზიაში, ქალაქ ვროცლავში იმყოფებოდნენ.
☑️ ვიზიტის ფარგლებში პედაგოგები ეწვივნენ ვროცლავის საჯარო სკოლებსა და მასწავლებელთა მომზადების ცენტრს, სადაც ადგილობრივ კოლეგებთან ერთად განიხილეს სწავლების თანამედროვე მიდგომები და გაეცნენ სასწავლო პროცესს. სასწავლო ვიზიტი მოიცავდა ასევე მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს.
☑️ ვროცლავიდან დაბრუნებულ პედაგოგებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, განათლების ფონდის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებელთა საქმიანობის მხარდამჭერი პროექტების მნიშვნელობას, მოისმინა მასწავლებელთა შთაბეჭდილებები, სამომავლო გეგმები და წარმატებები უსურვა მათ საქმიანობაში.
☑️აღნიშნული პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს აჭარის რეგიონის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.







