ბათუმში დასრულდა სკოლის საქმისმწარმოებელთა ტრენინგები
➡️ 2025 წლის 8-9 ოქტომბერს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსი აჭარის საჯარო სკოლების საქმისმწარმოებელთათვის. ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლიკა მკურნალიძე
➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია: ხელი შევუწყოთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პერსონალის პროფესიულ განვითარებას. ამიტომაც გასავითარებელია სკოლის საქმისმწარმოებლის ეფექტური მუშაობისათვის საჭირო უნარ- ჩვევები. აღნიშნული ტრენინგების თემატიკა სკოლის პერსონალის წევრთა საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა.
➡️ ტრენინგის მსმენელებმა მოისმინეს სკოლის საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-კურსის ორი მოდული:
☑️ „მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება“, (4 სთ.)
თემატიკა: მოსწავლის სკოლაში პირველადი რეგისტრაციის წესი; რეგისტრაციის შემდგომი დოკუმენტაციის წარდგენის ვადები; ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესი; მოსწავლის მობილობის დროს განსახორციელებელ პროცედურები; მოსწავლის პირადი საქმისწარმოების დეტალები.
☑️ „ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი“, (4 სთ.) თემატიკა: საჯარო ინფორმაციის არსი; საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი; საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები; საჯარო ინფორმაციის გაცემის სახეები; უარის წესი საჯარო ინფორმაციაზე; საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სკოლაში პასუხისმგებელი პირის გამოყოფის წესი; ელექტრონული (eflow) დოკუმენტბრუნვა, ელექტრონული ხელმოწერის მფლობელი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის შედგენა და სავალდებულო რეკვიზიტების ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ვიზირება, გაგზავნა, მიღება, დამუშავება და შენახვა.
➡️ მსმენელები უზრუნველყოფილი იყვნენ საკითხავი მასალითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ისინი ცნობებს მიღებენ.
➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგს კურირებას უწევდნენ მიმართულების კოორდინატორები - მაია ზოსიძე და თინათინ ციცხვაია.
➡️ ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და გაგრძელდება სხვა დარეგისტრირებული მსმენელებისათვის.






