CERN - 2026 სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები
☑️ 2025 წლის 12 დეკემბერს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი- გასაუბრება. გასაუბრება ჩატარდა ჰიბრიდული ფორმით: ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ჩაერთო ონლაინ, სხვა წევრები გასაუბრებაში მონაწილეობდნენ პირისპირ.
☑️ გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღეს კანდიდატებმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული ორგანიზაციის საიტზე.
☑️ საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: სულიკო თებიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ნუზგარ მოსულიშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის STEM ლაბორატორიის გამგე; მადონა ჯაიანი - აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; თინათინ ციცხვაია - განათლების ფონდის კოორდინატორი.
☑️ გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული:
- თამაზ ბერიძე (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- თამარ ერქომაიშვილი (სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- ზაურ გამიშიძე (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- რუსუდან საკანდელიძე (სსიპ ბათუმის №25 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
☑️ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება 2026 წლის 1- 6 მარტს.






