აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

✅ 2025  წელს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების მიმართულებით შემდეგი აქტივობები განხორციელდა: სკოლის ადმინისტრაციისა და სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების ტრენინგები, საგნობრივი ვორქშოფები, პედაგოგთა კონფერენციები, უცხოეთში სტაჟირება, სამუშაო შეხვედრები, საჯარო ლექცია, ქვეპროგრამა - „პჩგ“-ში მონაწილე მასწავლებელთა საქმიანობაზე დაკვირვება/მონიტორინგი და სხვა.

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილ ტრენინგ-კურსებს. სატრენინგო პროგრამების გავლა უფასოა საჯარო და კერძო სკოლების მოქმედი მასწავლებლებისთვის.

✅ 2025 წელს  აჭარის განათლების ფონდის მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში გადამზადება 750 მასწავლებელმა გაიარა.

✅ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს...