საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის მასწავლებლის სახლში

☑️ 2026 წლის 24 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქ. ჟენევაში (შვეიცარია), ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) სტაჟირებაზე წამსვლელ პედაგოგებთან.

☑️ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის განათლები ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის) დირექტორი - სულიკო თებიძე; დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ფონდის იურისტი - ირმა აბაშიძე, დაბა ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - დურმიშხან შავიშვილი, ფონდის კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და  ფიზიკის მასწავლებელთა ცერნში 2026 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები: თამაზ ბერიძე (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლა), თამარ ერქომაიშვილი (სსიპ ბათუმის №8 საჯარო სკოლა), ზაურ გამიშიძე (სსიპ ბათუმის №6 საჯარო სკოლა), რუსუდან საკანდელიძე (სსიპ ბათუმის №25 საჯარო სკოლა).

☑️ შეხვედრაზე განიხილეს უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხები. ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე მიესალმა კონკურსში გამარჯვებულებს, ისაუბრა სტაჟირების  მიზნებზე და უსურვა მათ წარმატებული ვიზიტი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში. დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტაჟირების დეტალები და განიხილა საორგანიზაციო საკითხები. ფონდის იურისტმა - ირმა აბაშიძემ ისაუბრა მონაწილეთა  სტაჟირებიდან დაბრუნების  შემდგომი საქმიანობის შესახებ და გააცნო მათი მოვალეობები,

☑️ ფიზიკის მასწავლებელთა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (ცერნში)  სტაჟირება 2026 წლის 1-7 მარტს განხორციელდება.