გრძელდება სქემის მხარდამჭერი ტრენინგები

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში.

✅ ტრენინგ მოდული - „სკოლის საჭიროებების დიაგნოსტიკა და განვითარების დაგეგმვა“ განკუთვნილია საჯარო სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეებისა და ხარისხის მართვის პროცესში ჩართული პირებისთვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 4 სესია, ერთი სესია - 3 საათი.

✅ 2026 წლის 14-17 მაისს აჭარის განათლების ფონდში დაიგეგმა და TEAMS პლატფორმაზე ჩატარდა ტრენინგი შვიდი ჯგუფისათვის. ტრენინგებს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: კ. ჩაკვეტაძე, ნ. მგელაძე, მ. აბაშიძე, ი. მოსიძე, ხ. ტოტოჩავა, თ. ძველაია და დ. აბურჯანია.

✅ მოდულის მიზნებია: მონაწილეებმა შეძლონ გამოვლენილი საჭიროებების გარდაქმნა ფუნქციებად, შესაბამისი კომპონენტების (ობიექტი, პროცესი) გათვალისწინებით, და ერთწლიანი პერიოდისთვის შესასრულებელი ფუნქციების განსაზღვრა; შეძლონ თვითშეფასების კითხვარის, როგორც მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტის, გამოყენება, მისი სტრუქტურის, შეფასების სკალისა და სხვადასხვა აქტორისთვის განკუთვნილი ვერსიების გააზრება; შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა ტრენინგზე მიღებული ცოდნის სკოლაში დანერგვისათვის.

✅ მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: განმარტონ სკოლის საჭიროების დადგენის არსი, მისი ციკლური ხასიათი და მნიშვნელობა სკოლის განვითარებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში; აღწერონ სკოლის საჭიროების დადგენის ციკლის ძირითადი ეტაპები (ფოკუსის განსაზღვრა, მონაცემების შეგროვება, ანალიზი, განვითარების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი) და ახსნან მათ შორის ლოგიკური კავშირი; დაასაბუთებენ, თუ რა რისკებს შეიცავს გადაწყვეტილებების მიღება მტკიცებულებების გარეშე.

16 მაისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ტრენინგების მონიტორინგს ახორციელებდნენ ფონდის კოორდინატორები. აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად გაგრძელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ადმინისტრაციის წევრებისათვის.