სამუშაო შეხვედრა - კლას-კომპლექტში სწავლებასთან დაკავშირებით
✅ 2026 წლის 23 იანვარს ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერებთან კლას-კომპლექტში სწავლებასთან დაკავშირებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან სკოლებში კლას-კომპლექტში 900-მდე მასწავლებელი ასწავლის. აღნიშნული სკოლების პედაგოგების მხრიდან მუდმივად არის მოთხოვნა კლას-კომპლექტში სწავლების შესახებ ტრენინგების ჩატარების თაობაზე, რადგან მათ არასოდეს მსგავსი სწავლება არ გაუვლიათ.
✅ ბათუმის მასწავლებლის სახლი პედაგოგებს სთავაზობს ტრენინგ-კურსს: „კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა“. მოიცავს 20 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს (ოთხი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.). ტრენინგი პედაგოგიური გამოცდილების ურთიერთგაცვლისა და გავრცელების ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სადაც ტრენერის, როგორც პედაგოგის მუშაობის მეთოდებისა და ხერხების პირდაპირი კომენტირებული ჩვენება ხდება.
✅ შეხვედრაზე განიხილეს ტრენინგ-მოდულის განახლებული თემატიკა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან და მიმოიხილავენ კლას-კომპლექტების თავისებურებებს, კლასის ორგანიზების ფორმებს, სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკას; გაკვეთილის დაგეგმვას, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებს, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკას.
✅ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მიმართულების კოორდინატორი - სოფიკო თენიეშვილი და ტრენერები: მზია სალაძე, ნინო ვაშალომიძე, დალი თურმანიძე, ნინო მალაზონია, ლეილა წულუკიძე და თამილა თალაკვაძე.






