სამუშაო შეხვედრა ვორქშოფებთან დაკავშირებით
✅ 2026 წლის 29 იანვარს ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა აჭარაში პოლონელი პედაგოგების გაცვლითი საპასუხო ვიზიტთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის ივნისში აჭარას ეწვევა ქვემო სილეზიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების (ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება) პედაგოგთა 13-კაციანი ჯგუფი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამეგობრებულია პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოსთან. რეგიონებს შორის ბევრი საინტერესო კულტურული და შემეცნებითი პროგრამა ხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთია მასწავლებელთა უცხოეთში სტაჟირების გაცვლითი პროგრამა, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება.
✅ შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მიმართულების კოორდინატორი - სოფიკო თენიეშვილი და ფონდის ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი, კახაბერ ჩაკვეტაძე, ინგა მოსიძე, ლუიზა რევიშვილი, ნიკოლოზ იმედაიშვილი.
✅ შეხვედრაზე განიხილეს ტრენინგ-მოდულის პროგრამა, რომელიც გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს გაკვეთილის დაგეგმვის და მიზნობრივი აქტივობების განხორციელების კუთხით. ასევე განხილული იყო ტრენინგების დაგეგმვის საორგანიზაციო საკითხები.
☑️ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები ჩაატარებენ საინტერესო საგნობრივ ვორქშოფებს და გაცნობენ მათ საკუთარ მიღწევებს ამ საგნების სწავლა-სწავლების პროცესში. სასწავლო ვიზიტის განმავლობაში სულ ჩატარდება 3 ვორქშოფი.






