ქედის მასწავლებელთა მეცხრე მუნიციპალური კონფერენცია

ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეცხრე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.

✅ კონფერენცია ,,პედაგოგიური და მენეჯერული პრაქტიკა: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები" თემაზე გაიმართა, რომლის მიზანია პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

✅ ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა თურმანიძესთან ერთად, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მინისტრის მოადგილე - რავშან ბეჟანიძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის  მოადგილე - ლალი ლომთათიძე; ქედის რესურსცენტრის უფროსი - დურმიშხან შავიშვილი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი - გიორგი დიდიძე, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

✅ კონფერენცია ითვალისწინებდა მოხსენებებს სხვადასხვა მიმართულებით, პედაგოგიური გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარებას, რომელშიც 44 მომხსენებელი და 130 მასწავლებელი იყო ჩართული.

✅ სექციის მუშაობას უძღვებოდნენ აჭარის განათლების ფონდის ტრენერები.

✅ კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.