ხულოს მასწავლებელთა მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია

☑️ 2026 წლის 23 ივნისს, სსიპ  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მასწავლებელთა მე-6 მუნიციპალური კონფერენცია თემით: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები"

☑️ კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციური და ციფრული მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლების პრინციპების ინტეგრაცია, კომპლექსურ დავალებებზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა და სკოლებისა და კლასების ეფექტური მართვის პრაქტიკის გაზიარება.

☑️ კონფერენცია ჩატარდა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ( ბათუმის მასწავლებლის სახლისა) და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხულოს რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.

☑️ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე - ირაკლი აბულაძე,  ხულოს მუნიციპალიტეტის მერი -ვახტანგ ბერიძე , აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე - რენარ ბოლქვაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი - რამაზ გელაძე,  ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერები, ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები.

☑️ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო ხულოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლის 57-მა პედაგოგმა, რომლებმაც სხვადასხვა საგნობრივ სექციებში გააზიარეს საკუთარ გამოცდილება  და პრაქტიკა. ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები.