საგნობრივი ტრენინგი მათემატიკის (1-6 კლ.) მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს  საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები  აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.

➡️ 2026 წლის 20-24  ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს საგნებში: მათემატიკა საბაზო და საშუალო საფეხური (VII-XII), ან/და ფიზიკა, ან/და კომპიუტერული ტექნოლოგიები, Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული  ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური)“.  

➡️ ტრენინგ-მოდულს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.

➡️ ტრენინგ-მოდულის  მიზანი იყო:  გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა დაწყებითი საფეხურის მათემატიკის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.

➡️ ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეთა საგნობრივი კომპეტენციის ამაღლება სასკოლო მათემატიკის რთულ საკითხებში, საგამოცდო ტესტის სტრუქტურის სპეციფიკის გაცნობა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების ინტეგრირება დამოუკიდებელი მეცადინეობისა და სწავლების პროცესში.

➡️ 22 ივნისს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.