საგნობრივი ტრენინგები ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისათვის
✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
✅ 2026 წლის 20-24 ივნისსა და 26-30 ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში (გარდა ბუნებისმეტყველებისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ორი ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი ბუნებისმეტყველებაში“.
✅ ტრენინგ-მოდულს ატარებდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თამილა თალაკვაძე და მზია სალაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ბუნებისმეტყველების ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
✅ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• გაიღრმავონ თეორიული ცოდნა კურსის ძირითად თემებში;
• გაანალიზონ თემებში წარმოჩენილი ძირითადი ასპექტები;
• გავარჯიშდნენ წაკითხული ტექსტის გააზრებისა და ანალიტიკური წერის უნარებში.
✅ ორივე ჯგუფში ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.






