საგნობრივი ტრენინგები მოქალაქეობის მასწავლებლებისათვის
➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.
➡️ 2026 წლის 20-24 ივნისსა და 26-30 ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში (გარდა მოქალაქეობისა), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ოთხი ვებინარული ტრენინგი: „საგნობრივი ტრენინგი მოქალაქეობაში“.
➡️ ტრენინგ-მოდულს ატარებდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო ტავლალაშვილი და ინგა მოსიძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.
➡️ ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო: გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა მოქალაქეობის ძირითადი თემების მიმართულებით (ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კონფლიქტი, გლობალური პრობლემები და მათი მოგვარების გზები, არასრულწლოვანთა დამნაშავეობა, ძირითადი პოლიტიკური თეორიები, ძალადობა ბავშვთა მიმართ) და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.
➡️ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: მიღებული ცოდნის გამოყენებას საგამოცდო ტესტებზე მუშაობისას და შეძლებენ წარმატებულ ნავიგაციას საგამოცდო ტესტებში.
➡️ ოთხივე ჯგუფში ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.






