საგნობრივი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (7-12 კლ)

✅ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) მიმდინარეობს  საგნობრივი საგამოცდო ტრენინგები  აჭარის სკოლების მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანში.

✅ 2026 წლის 26-30 ივნისს, მოქმედი მასწავლებლებისათვის, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვს ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე (I-VI), Microsoft Teams-ს პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული  ტრენინგი:"საგნობრივი ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში(საბაზო-საშუალო საფეხური )"

✅ ტრენინგ-მოდულს ატარებდა:  ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - თინათინ გიორგაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 15 საკონტაქტო საათი, 5 სესია, ერთი სესია - 3 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულის  მიზანი იყო:  გაუღრმავოს მონაწილეებს საგნობრივი ცოდნა ქართული ენისა და ლიტერატურის ძირითადი თემების მიმართულებით და მხარი დაუჭიროს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებაში.

✅ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები: შეძლებენ ენობრივ შეცდომათა იდენტიფიცირებასა და კლასიფიკაციას, შეასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს ენობრივ შეცდომებზე; შეძლებენ გრამატიკის საკითხების ცოდნის გამოყენებას მოსწავლის ნაწერის გასწორებისათვის და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბებას; გაეცნობიან არგუმენტირებული ესეს სტრუქტურას და ერთ-ერთი ტესტური დავალების იმიტირებით (არგუმენტირება) დაადგენენ საკუთარ ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს; გაიაქტიურებენ ცოდნას ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის, „ვეფხისტყაოსნისა“ და  აღორძინების ლიტერატურის, მეცხრამეტე  და მეოცე საუკუნეების ლიტერატურის შესახებ, დაადგენენ, რომელი საკითხების შესახებ სჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის გახსენება/შევსება; გაეცნობიან და იმსჯელებენ მხატვრული ნაწარმოების ანალიზის გზებსა და საშუალებებზე; შეძლებენ ტექსტის მხატვრული ანალიზის ხერხებისა და საშუალებების გამოყენებას მხატვრული ნაწარმოების ანალიზისათვის.

ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.