სამუშაო შეხვედრა - პროექტი „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“
✅ 2026 წლის 23 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში გაიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის - „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ ფარგლებში მონაწილე მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრების ციკლის მესამე შეხვედრა. შეხვედრების მიზანი იყო საპროექტო თემატიკის დახვეწა და პროექტების განხორციელების პროცესში მონაწილეთა მხარდაჭერა.
✅ შეხვედრის ფარგლებში აჭარის საჯარო სკოლების პროექტში ჩართული მასწავლებლებისთვის გაიმართა თემატური ტრენინგი და პრაქტიკული ვორქშოფი, რომელსაც უძღვებოდნენ ეროვნული ცენტრის თანამშრომლები: კახა ჟღენტი და ნუგზარ მოსულიშვილი.
✅ მონაწილეები გაეცნენ ტექნოლოგიების, ელექტრო-ინჟინერიისა და STEAM მიმართულებების საფუძვლებს, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მათი ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს.
✅ შეხვედრაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მასწავლებლებს დაეხმარება სასწავლო პროცესში მოსწავლეებთან ერთად გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, ტექნოლოგიებისა და სხვა პრაქტიკული და ინოვაციური პროექტების შექმნაში.
✅ პროექტის - „მეტი STEAM ჩვენს სკოლაში“ დასკვნით ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული STEAM პროექტების რეგიონული გამოფენები და პრეზენტაციები გაიმართება. რეგიონულ ტურებზე შერჩეული საუკეთესო პროექტები კი მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი.
✅ სამი საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებელი და მათი მოსწავლეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ხოლო პროექტში მონაწილე ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.






