საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის მასწავლებლის სახლში
☑️ 2026 წლის 23 სექტემბერს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მიმართულების ბლოკის მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულ პედაგოგებთან.
☑️ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის განათლები ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის) დირექტორი - სულიკო თებიძე; დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ფონდის იურისტი - ირმა აბაშიძე, ქ. ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - მადონა გოგიტიძე, ფონდის კოორდინატორი - სოფო თენიეშვილი და ფიზიკის მასწავლებელთა ვროცლავში 2026 წლის სტაჟირების კონკურსის გამარჯვებული პედაგოგები:
☑️ შეხვედრაზე განიხილეს უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხები. ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე მიესალმა კონკურსში გამარჯვებულებს, ისაუბრა სტაჟირების მიზნებზე და უსურვა მათ წარმატებული ვიზიტი ქვემო სილეზიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტაჟირების დეტალები და განიხილა საორგანიზაციო საკითხები. ფონდის იურისტმა - ირმა აბაშიძემ ისაუბრა მონაწილეთა სტაჟირებიდან დაბრუნების შემდგომი საქმიანობის შესახებ და გააცნო მათი მოვალეობები,
☑️ საზოგადოებრივი მიმართულების ბლოკის მასწავლებლების პოლონეთში სტაჟირება განხორციელდება 2026 წლის 4-11 ოქტომბერს.






