აჭარის პედაგოგთა X რეგიონული კონფერენცია გაიხსნა

➡️ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის განათლების ფონდის ორგანიზებით, აჭარის პედაგოგთა X რეგიონული კონფერენცია - ,,სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა.

➡️ ღონისძიების პლენარული სხდომის გახსნას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლუარა დუმბაძე, აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელ სულიკო თებიძესთან ერთად დაესწრო.

➡️ შემაჯამებელ ღონისძიებას წინ უძღოდა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა კონფერენციები, რომლებშიც მსმენელისა და მომხსენებლის სახით ჩართული იყო 2000-მდე მასწავლებელი.

➡️ კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და განათლების მენეჯმენტის აქტუალური საკითხების განხილვა.

➡️ კონფერენცია გახსნა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილემ - ლალი ლომთათიძემ. მონაწილეებს მიესალმნენ: აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ლუარა დუმბაძე, აჭარის განათლების ფონდის დირექტორი -  სულიკო თებიძე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი - სოფიკო ლობჟანიძე და ტრენინგების სამსახურის მენეჯერი - ნინო გორდეზიანი; შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - ედუარდ გოგრაჭაძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები.

➡️ კონფერენციაზე მოისმინეს 75 მოხსენება. ასევე, ღონისძიებას მსმენელის სტატუსით ესწრებოდა 80 მასწავლებელი.

➡️ სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026 წლის შემაჯამებელ რეგიონულ კონფერენციაზე დაჯილდოებულ მასწავლებელთა რაოდენობა გაორმაგდება და თითოეული სექციიდან დაჯილდოვდება 2 საუკეთესო მოხსენების ავტორი მასწავლებელი, რომლებსაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.