საზოგადოებრივ მეცნიერებათა პედაგოგების პოლონეთში სტაჟირება დასრულდა
✅ პოლონეთში, ქვემო სილეზიაში დასრულდა აჭარის საჯარო სკოლების საზოგადოებრივ მეცნიერებათა პედაგოგების სასწავლო ვიზიტი, რომელიც განხორციელდა 2026 წლის 4- 11 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
✅ მასში მონაწილეობა მიიღო 10 კონკურსანტმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი.
✅ მასწავლებელთა სტაჟირების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - სულიკო თებიძე. ჯგუფს კოორდინაციას უწევდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - მადონა გოგიტიძე.
✅ სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ეწვივნენ: ქვემო სილეზიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს; საბაზო მუსიკალურ სკოლას (OSM); ინკლუზიური განათლების ასოციაცია - „ოსტოიას“ (Ostoja); ქ. ვროცლავის №15 საშუალო სკოლას და დაესწრნენ ინტეგრირებულ გაკვეთილს ისტორიასა და გეოგრაფიაში.
✅ სასწავლო ვიზიტის პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებს: ვროცლავის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ბაზრის მოედანი (Square Rynek); პანორამა რაცლავიცკას მუზეუმის - (the museum of Panorama Racławicka) მონახულება; საკათედრო ტაძრის კუნძული (Ostrów Tumski); ექსკურსია ვალბრჟიხში, ქსიაჟის ციხესიმაგრეში (Książ Castle, Wałbrzych); ვიზიტი ვროცლავის ისტორიის მუზეუმში (Centrum Historii Zajezdnia). ვიზიტის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.
✅ ქ. ვროცლავის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სტაჟირების დაფინანსება სრულად განახორციელეს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და მიმღებმა პოლონურმა მხარემ.






