სექციური მუშაობა აჭარის პედაგოგთა X რეგიონულ კონფერენციაზე
✅ აჭარის განათლების ფონდში გაიმართა აჭარის პედაგოგთა მეათე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.
✅ აჭარის პედაგოგთა X რეგიონული კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა რვა სექციურ მუშაობას. სექციებში მუშაობა დაიგეგმა ორ სესიად და წარიმართა შემდეგი მიმართულებებით:
➡️ ქართული ენა და ლიტერატურა (მოდერატორები - ანა ლორია, თინათინ გიორგაძე)
➡️ დაწყებითი განათლება (მოდერატორები - ნინო ვაშალომიძე, დალი თურმანიძე)
➡️ საზოგადოებრივი მეცნიერებები (მოდერატორები - ლუიზა რევიშვილი, ნინო ტავლალაშვილი, კახაბერ ჩაკვეტაძე)
➡️ უცხოური ენები (მოდერატორები - ნატო მგელაძე, დალი აბურჯანია)
➡️ ტექნიკური მეცნიერები (მოდერატორები - ქეთევან ბასილაძე, გვანცა სალია)
➡️ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (მოდერატორები - მზია სალაძე, ნანა ვარდმანიძე, ნუკრი კობახიძე)
➡️ ესთეტიკური აღზრდა / სპორტი (მოდერატორები - ლალი კონცელიძე, თამარ ძველაია, გივი კერესელიძე)
➡️ განათლების მართვა, ინკლუზიური განათლება (მოდერატორები - მირანდა გორგოშიძე, ინგა ზარანდია)
✅ სექციებში გაიმართა კონფერენციაზე წარმოდგენილი 95 პრეზენტაციის წარდგენა/განხილვა. პრეზენტაციებს შორის მიმდინარეობდა 5-წუთიანი დისკუსია-განხილვა, რომლის დროს მომხსენებლები იღებდნენ უკუკავშირს სექციის მოდერატორებისაგან და პასუხობდნენ კითხვებს დამსწრე პედაგოგებისაგან.






