აჭარის პედაგოგთა X რეგიონული კონფერენცია - შეჯამება

☑️ 2026 წლის 17 ოქტომბერს, აჭარის განათლების ფონდში საზეიმოდ დაიხურა აჭარის პედაგოგთა მეათე რეგიონული კონფერენცია: „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“.

☑️ აჭარის პედაგოგთა კონფერენცია არის ფორუმი, სადაც პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, სადაც მასწავლებლები ამდიდრებენ ერთმანეთს საინტერესო იდეებით, სწავლების ეფექტიანი საშუალებებით. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ამ ურთიერთობას.

☑️ კონფერენციის დახურვაზე მონაწილეებს მიმართა აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა - სულიკო თებიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას: პედაგოგებს, ექსპერტებს და აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციას X რეგიონული კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის.

☑️ კონფერენციის  სექციების მუშაობა შეაჯამეს მოდერატორებმა, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის  ტრენერებმა. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ  აჭარის პედაგოგთა X კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა ხარისხი იყო მაღალი, ხოლო მათი თემატიკა - მრავალფეროვანი.

☑️ აჭარის პედაგოგთა X რეგიონული კონფერენციაზე სექციებში წარმოდგენილი პრეზენტაციები შეფასდა შესაბამისი რუბრიკით. თითოეულ სექციაში  მოდერატორებმა   გამოავლინეს ორი საუკეთესო მომხსენებელი, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

☑️კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს - მომხსენებელს, მსმენელსა და სტუმრებს  შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.