კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგი ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში
✅ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) განაახლა ტრენინგ- პროგრამა: „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით), რომელსაც 2015 წლიდან ახორციელებს.
✅ 2026 წლის 24-25 და 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ტრენინგ-კურსი დაიგეგმა ქ. ბათუმის მე-4 საჯარო სკოლაში. აღნიშნული ტრენინგი დაიგეგმა სკოლის მოთხოვნისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.
✅ ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინკლუზიურ კონტექსტში სკოლის როლი ბუნებრივი კატასტროფების მართვის პროცესში (მოსწავლე, მასწავლებელი, დირექცია, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციის სამსახური) ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა ინდივიდუალური და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა საგაკვეთილო, სადამრიგებლო, ინდივიდუალური თუ არაფორმალური განათლების ფორმატში გაკვეთილის (ინტეგრირებული, პროექტი, ექსკურსია და ა.შ.) დაგეგმვა ჩატარება, გადაფასება, განგაში, ევაკუაცია, საგანგებო სიტუაციების ჩანთა. ნასწავლის პრეზენტაციას სკოლები იმიტირებული კატასტროფის დროს გააკეთებენ.
✅ ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნანა ვარდმანიძე. მოდულის ხანგრძლივობა: 4 დღე, 21 საკონტაქტო საათი.
✅ 1 ნოემბერს სკოლაში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - სულიკო თებიძე, დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, მიმართულების კოორდინატორი - სოფო თენიეშვილი;
✅ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მასწავლებლები ეცნობიან: მიწისძვრის, ხანძრის თუ სხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში შენობიდან მოსწავლეების ევაკუაციის წესებს.ტრენინგის დასრულების შემდეგ პედაგოგებმა უნდა იმუშაონ თავიანთი სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგიურ კოლექტივთან და მოამზადონ სკოლა "იმიტირებული განგაშის" ჩასატარებლად.






