სამუშაო შეხვედრა ახალი სახელმძღვანელოების შესახებ
➡️ 2026 წლის 6 ნოემბერს, აჭარის განათლების ფონდში / ბათუმის მასწავლებლის სახლში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქ. ბათუმის ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებლებთან. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის განათლების ფონდის დირექტორი - სულიკო თებიძე.
➡️შეხვედრის თემატიკა იყო სასკოლო განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამები.
➡️საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საბუნებისმეტყველო საგანთა მიმართულებით შექმნილი სახელმძღვანელოების შესახებ ისაუბრეს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა: მზია ვარაზაშვილმა და გიორგი ლომაძემ.
➡️შეხვედრაზე განიხილეს შემდეგ საკითხები: • შინაარსობრივი რეფორმა და ეროვნული კონცეფცია; • ელექტრონული პლატფორმა უკუკავშირისთვის - შეხვედრებზე აქტიურად განიხილება სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ახალ წიგნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების დაფიქსირება; • დანერგვის ეტაპები - ახალი სახელმძღვანელოების სკოლებში ეტაპობრივი შესვლის გრაფიკი, რომელიც გათვლილია რამდენიმე წელზე (პირველ ეტაპზე I, VII და X კლასები).
➡️ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ლუარა დუმბაძე; აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და ბათუმის მასწავლებლის სახლის საბუნებისმეტყველო საგანთა მიმართულების ტრენერები: ნანა ვარდმანიძე, ნუკრი კობახიძე და თალიკო ჯაყელი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
➡️საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საბუნებისმეტყველო საგანთა მიმართულებით შექმნილი ახალი სახელმძღვანელოების შესახებ საჯარო შეხვედრები და განხილვები მიზნად ისახავს სასკოლო საზოგადოებისგან პირდაპირი უკუკავშირის მიღებას.






