უცხოეთში საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება

კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული  უცხოეთში (ქ. ვარშავაში) საბუნებისმეტყველო საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2018 წლის 21 და 22 ივნისს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
ფასთა მოკვლევის შედეგად შეიცვალა სტაჟირების დღეებისა (6 დღე) და მასში მონაწილეთა რაოდენობა! კონკურსის შედეგად შეირჩევა: 2 ფიზიკის, 3 ქიმიის, 3 ბიოლოგიისა და 3  ბუნებისმეტყველების პედაგოგი (I-IV და V –VI კლ.). 
უცხოეთში სტაჟირების  შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში,  შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #121, სართული 1, აუდიტორია 2, ინდივიდუალურ  განრიგში  მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით. 
კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან!!!
კონკურსის მე-2 ეტაპის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულის საშუალებით.