პოლონეთში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები
2018 წლის 21 და 22 ივნისს ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვარშავაში) საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ 34 კანდიდატს, რომლებმაც გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
კანდიდატების შეფასების თემატიკა და კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
ტარიელ ებრალიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; რუსუდან თედორაძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების კონსულტანტი; ნუგზარ მოსულიშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გამგე; მარინა პაქსაძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი; გიული მიქელაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
გასაუბრების საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით პროცესს აკვირდებოდნენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის წარმომადგენელი ხატია ხუჯაძე; ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და იურისტი ნინო სიორიძე.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) ოთხ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებული:
ბიოლოგია:
- ნანა ვარდმანიძე (ხელვაჩაურის სსიპ ერგეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი)
- მანანა ლემსაძე (ქობულეთის სსიპ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი)
- თამარ თავაძე (ხელვაჩაურის სსიპ სალიბაურის №1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი)
ბუნებისმეტყველება:
- მზია სალაძე (ხელვაჩაურის სსიპ თხილნარის №1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი)
- დალი თურმანიძე (ქობულეთის სსიპ ციხისძირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი)
- ელზა ზაქარეიშვილი (სსიპ ბათუმის №1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი)
ფიზიკა:
- ვენერა აბუსელიძე (სსიპ ბათუმის №18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- ქეთევან ბასილაძე (სსიპ ბათუმის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
ქიმია:
- თალიკო ჯაყელი (ხელვაჩაურის სსიპ მახინჯაურის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი)
- ნუკრი კობახიძე (სსიპ ბათუმის №14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი)
- ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძე (სსიპ ბათუმის №1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი)
პოლონეთში ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში - "სკოლა კლასთან" (School with Class Foundation) საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 16-21 სექტემბერს.