საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა პოლონეთში სტაჟირება დასრულდა
2018 წლის 16-21 სექტემბერს პოლონეთში განხორციელდა აჭარის საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების სასწავლო ვიზიტი ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში - "სკოლა კლასთან" (School with Class Foundation).
მასში სტაჟირებაში მონაწილეობა მიიღო 11 კონკურსანტმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი: ნანა ვარდმანიძე (ხელვაჩაურის სსიპ ერგეს საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი); მანანა ლემსაძე (ქობულეთის სსიპ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი); თამარ თავაძე (ხელვაჩაურის სსიპ სალიბაურის №1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი); მზია სალაძე (ხელვაჩაურის სსიპ თხილნარის №1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი); დალი თურმანიძე (ქობულეთის სსიპ ციხისძირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი); ელზა ზაქარეიშვილი (სსიპ ბათუმის №1 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი); ვენერა აბუსელიძე (სსიპ ბათუმის №18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); ქეთევან ბასილაძე (სსიპ ბათუმის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); თალიკო ჯაყელი (ხელვაჩაურის სსიპ მახინჯაურის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი); ნუკრი კობახიძე (სსიპ ბათუმის №14 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი); ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძე (სსიპ ბათუმის №1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი).
მასწავლებელთა სტაჟირების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე, ხოლო ჯგუფის კოორდინატორი - ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი გიული მიქელაძე.
სასწავლო ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
-17 სექტემბერი: ვორკშოპი - „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მართვა“; ვორკშოპი - „მარტივი საექსპერიმენტო მეთოდები“;
-18 სექტემბერი: კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის VIP მონახულება; კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ექსპონანტების მონახულება; კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის ინდივიდუალური მონახულება; პლანეტარიუმში ვიზიტი 3 D ჩვენება;
-19 სექტემბერი: სასწავლო ვიზიტი ვარშავის სკოლაში ( Elbląska 51); ქიმიის გაკვეთილი ახალი მეთოდების გამოყენებით; გეოგრაფიის გაკვეთილი პოლონელ პედაგოგთან ერთად; სასწავლო ვიზიტი სამოქალაქო განათლების ცენტრში;
-20 სექტემბერი: ფონდის „სკოლა კლასთან“ პროგრამების პრეზენტაცია; ვორქშოპი - მეთოდი „ალფა“, „DT“; ვორქშოპი მეთოდი - „Kret“; პოლონეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელთან ერთად ვიზიტის შეჯამება და სერთიფიკატების გადაცემა.