ცერნში სტაჟირების კონკურსის II ეტაპი - გასაუბრება

კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!
 ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებელთა სახლის მიერ ქ. ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire)  ერთკვირიანი სტაჟირების შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი, გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 16 თებერვალს ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად!
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში შემდეგ მისამართზე:  ქ. ბათუმი, ბაგრატიონის  ქუჩა #121. ცხრილში მოცემული ინფორმაციის  (თარიღი, დრო) მიხედვით. 
კანდიდატი,  რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სრულად ბმულზე...