CERN-ი 2019 სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები
2019 წლის 16 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება.
გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კანდიდატმა, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.
კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
ტარიელ ებრალიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფიზიკის სპეციალისტი; ნუგზარ მოსულიშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგანთა ლაბორატორიის გამგე; მადონა ჯაიანი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი; ირმა მახარაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
CERN-ში სტაჟირებისათვის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდნენ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალიდან და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიდან.
კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
- მზევინარ იმედაშვილი (სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- თამარ გუდავაძე (სსიპ ბათუმის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
- დარეჯან მახარაძე (სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი).
ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 31 მარტიდან - 6 აპრილის ჩათვლით.