ყურადღება!!! ვროცლავში სტაჟირების კონკურსი საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლებისათვის

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აცხადებს საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგნების მასწავლებლების  შესარჩევ კონკურსს პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) ერთკვირიანი სტაჟირებისათვის. 
კონკურსის შედეგად შეირჩევა: 3 ისტორიის, 3 გეოგრაფიის, 3 სამოქალაქო განათლების პედაგოგი  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საჯარო სკოლებიდან. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება  განხორციელდება  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მიერ. 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებელს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ ცენტრში.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას.
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ვიზიტის პერიოდში დაათვალიერონ ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრი, შეხვდნენ  ადმინისტრაციას; მოისმინონ ტრენინგი საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების ზოგად მეთოდიკაში; ტრენინგები ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდიკაში, გაეცნონ გაკვეთილის დაგეგმვაა საგნებში; ტექნოლოგიების გამოყენებას გაკვეთილებზე; მათ ექნებათ ვიზიტი პოლონურ სკოლაში; ისინი დაესწრებიან გაკვეთილებს, ჩაატარებენ შეხვედრას სასკოლო კლუბის წევრებთან და მასწავლებლებთან.
 
დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს...