ხელვაჩაურის მასწავლებელთა მეხუთე მუნიციპალური კონფერენცია

2019 წლის 28 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა მეხუთე მუნიციპალური კონფერენცია „სწავლა/სწავლების თანამედროვე მიდგომები”.
კონფერენცია გახსნა ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ.
კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს მიესალმნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი თეა დავითაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე.
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგია,, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია. სულ წარმოდგენილი იყო 18 მოხსენება. 
კონფერენციას მოწვეული ექსპერტის სტატუსით ესწრებოდნენ და წარმოდგენილი მოხსენებების განხილვაში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: მარიზა აბაშიძე (ქართული ენა და ლიტერატურა), ნინო ტავლალაშვილი (ისტორია), ნანა ვარდმანიძე (ბიოლოგია). 
წარმოდგენილ მოხსენებებს საინტერესო დისკუსია მოყვა და კარგი შეფასებები დაიმსახურა.
დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.