აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის მიერ 25 – 29 მაისს დაგეგმილი ვებინარების განრიგი:
➡გთხოვთ, გაეცნოთ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლი) მიერ დაგეგმილ აქტივობას - ვებინარები.
➡ეს არის დამხმარე რესურსი საგნობრივი და დისტანციური სწავლებისათვის.
➡ვიდეოები განთავსდება აჭარის განათლების ფონდის ( ბათუმის მასწავლებლის სახლი) ფბ-გვერდზე აღნიშნულ დღეებში 15:00 საათზე.
➡ანონსი ყოველკვირეულად განახლდება.
25 მაისი, ისტორია - 15:00 საათი
“რეკომენდაციები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“;
წამყვანები: კ. ჩაკვეტაძე, ნ.იმედაიშვილი
27 მაისი, ქართული ენა -15:00 საათი
„ქართული ენის დისტანციურად სწავლებისთვის პლატფორმა CORE-ში შექმნილი გაკვეთილი“;
წამყვანები: ე. ვადაქარია, ნ. თავდგირიძე
28 მაისი, ქიმია - 15:00 საათი
„ქიმიური რეაქციის ტოლობის გათანაბრება“;
წამყვანები: თ. ჯაყელი, ნ. კობახიძე
29 მაისი, დაწყებითი განათლება - 15:00 საათი
“ციფრული და მედია რესურსების გამოყენება დაწყებით კლასებში დისტანციური სწავლების ქართული ენის გაკვეთილზე“;
წამყვანები: მ. სალაძე, დ. თურმანიძე
➡ ვფიქრობთ, შეთავაზებული აქტივობები დაეხმარება მასწავლებლებს დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვაში.
➡ ვებინარების ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია იუთუბის არხზე ან აჭარის განათლების ფონდის საიტზე. იხილეთ - „გალერეა, ვიდეო გალერეა“.