ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენერთა კონკურსი!
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) განმეორებით აცხადებს კონკურსს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერის პოზიციაზე (7 ვაკანსია).
- კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ:
- აკადემიური უმაღლესი განათლება მინიმუმ ბაკალავრი (სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით);
- ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- ტრენერობის, ან ზრდასრულთა სწავლების/კონსულტირების გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი).
- კანდიდატების შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:
პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ელექტრონულად შემოსული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად;
მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საკონკურსო კომისიის წინაშე;
მესამე ეტაპზე კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგი.
- ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:
ლალი ლომთათიძე
(დირექტორის მოადგილე),
საკონტაქტო ტელეფონი: 599 94 04 66
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი
მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა #121
- კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/61263?active=1