შეხვედრა ესტონელ ექსპერტებთან

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ჩატარდა  ესტონელი ექსპერტების შეხვედრა ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგებთან. 

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა.

შეხვედრის თემა იყო საშუალო საფეხურის ორგანიზება ესტონეთში და საშუალო საფეხურის ცვლილებასთან დაკავშირებული გეგმები საქართველოს სკოლებისთვის.

ესტონელი ექსპერტების მიერ ესტონურ განათლებაზე წარმოდეგნილი პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები: თამთა გრიგოლია და მარინე ჭელიძე.

2021–2022 წ.წ. საქართველოში ხორციელდება პროექტი - „გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ზოგადი განათლების სფეროში, საქართველოს ბავშვების უკეთესი სასწავლო შედეგებისთვის“. პროექტი მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 100 სკოლას.

პროექტის მიზანია: ესტონური გამოცდილების გაზიარებით, ქართველი პედაგოგების შესაძლებლობების განვითარების გზით მოსწავლეების ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს მასწავლებლების შესაძლებლობების გაზრდა თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული, მათ შორის დისტანციური სწავლა-სწავლების მეთოდის გამოყენებით.