ქ. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია

15 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ბათუმის  №16 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა მე-16 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა - მანანა ჭანტურიამ. მოსწავლეებს მიესალმნენ: სკოლის დირექტორი - ცირა ქობულაძე და მოწვეული სტუმრები: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტი, გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი - მაია ბლიაძე და აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე.

მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგინეს საინტერესო მოხსენებები შემდეგ თემებზე: დედამიწის ადგილი სამყაროში,დედამიწა უნაკალური პლანეტაა; თანამედროვეობის უმთავრესი გლობალური პრობლემები;  გლობალური დათბობა;  მსოფლიო ოკეანის პრობლემები;  ტყეების გაჩეხვა და მისი გავლენა     გარემოზე;  ტრანსპორტისა და  ურბანიზაციის გავლენა გარემოზე;  კონფლიქტური სიტუაციები და გარემო; გეოგრაფიის როლი თანამედროვე გლობალური პრობლემების გადაჭრაში. მოხსნებების დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილებს მიმართა სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა - ლალი მგალობლიშვილი.

კონფერენცია შეაჯამა მეცნიერმა, გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორმა მაია ბლიაძემ. მან მადლობა გადაუხადა მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს გაწეული სამუშაოსთვის და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ცირა ქობულაძემ და გეოგრაფიის ექპერტმა - მაია ბლიაძემ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

მოსწავლეთა კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ქ. ბათუმის კერძო სკოლების დირექტორები: მარინა ცივაძე („ევრო-2000) და ქეთევან გოშხეთელიანი (სკოლა „იმედი“).